ბასილაია კობახიძისთვის მორალური ზიანის გამო 41-ლარიანი კომპენსაციის დაკისრებას ითხოვს

ადვოკატი ბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდასა და 41-ლარიანი კომპენსაციის დაკისრებას ითხოვს.

„ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სრულიად აბსურდულ საქმეზე და პატიოსან ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტაქსის მძღოლებს, დაატარებენ ხან სუს-ში, ხან სასამართლოში და მათ მიმართ გაისმის ბრალდებები, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმეს დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობას”,- ამბობს ბასილაია.

მისივე განცხადებით, ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ითოხვენ მის პასუხისმგებლობის საკითხს და სამოქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მოეთხოვება უარყოს გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და ამ ხალხის წინაშე ბოდიში მოიხადოს.

“სარჩელი კოლექტიურია და მას ათეულობით ადამიანი აწერს ხელს, კობახიძემ მათ წინაშე ბოდიში მოიხადოს და ამავდროულად, ცრუ ინფორმაციისთვის საკომპესაციოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება სიმბოლურად, 41 ლარის ოდენობით”. – თქვა ადვოკატმა.

ბასილაია აღნიშნავს, რომ შეუძლებელიამ ამ სასამართლოს პირობებშიც კი, მას არ მოუწიოს ბოდიში მოხდა.

“ამავდროულად, მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართო, რომელიც იქცა „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურად, რომ ეს აბსურდული გამოძიებები შეწყვიტოს“, – განაცხადა ბასილაიამ.