ბასილ კობახიძე დეკანოზ შალვა კეკელიას დაპატიმრებას მოითხოვს

ბასილ კობახიძე დეკანოზ შალვა კეკელიას დაპატიმრებას მოითხოვს,რადგან მისი აზრით  შალვა კეკელია მრევლს სუიციდისკენ მოუწოდებს.

ბასილ კობახიძემ სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიას ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ დეკანოზი სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებს.

„მოვითხოვ, პოლიციამ დააპატიმროს დეკანოზი შალვა კეკელია, ის თავის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ღმერთის სასჯელით აშინებს ხალხს და მოუწოდებს კოლექტიური თვითმკვლელობისკენ”, – წერს ბასილ კობახიძე.

შალვა კეკელიას ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა – ვიდეოში ის მოუწოდებს მრევლს, მივიდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე. “აი, იმ ღამეს გარდაიცვალე და წარდექი საშინელი სამსჯავროს წინაშე. რა უნდა უთხრა ღმერთს? რატომ არ მივედიო მსახურებაზე? მომავალი წლის აღდგომას ველოდებოდი და მომავალ წელს მოვიდოდიო? მომავალი წლის აღდგომა რო არ გაგითენდეს? მეორე წლამდე რო არ იცოვრო? იმ აღდგომას რას აკეთებ? აბა მაშინ შენი ქრისტიანობა რაღა არის? ქრისტიანად ნუ იწოდები მაშინ თუ ესეთ რამეს გააკეთებ. პირდაპირ გეტყვით ამას. შენ, ჯანმრთელი ადამიანი წირვაზე არ წამოხვალ აღდგომას, ღვთისმსახურებას არ დაესწრები, მერე ქრისტიანის სახელი როგორ უნდა ატარო?“ – თქვა შალვა კეკელიამ ქადაგებისას.