ბატონი ამირან გამყრელიძე ღმერთმა გამოგვიგზავნა, ვენდოთ – მეუფე ნიკოლოზი

“ღმერთმა გამოგვიგზავნა” – ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეზე.

“ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს ამ დარგში. მაგალითად, ბატონი ამირან გამყრელიძე. ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს ადამიანი, წესიერი, კარგი მცდონე თავისი საქმის. ვენდოთ, რასაც ამბობს, ვისაც უნდა. ვისაც არ უნდა, ნურც ამირან გამყრელიძეს ენდობა, სხვანაირად გადაწყვიტოს”,– აცხადებს ის საკუთარ Youtube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისივე თქმით, თუ ვინმესთვის მისი აცრა ნუგეშისმომცემი იქნება, აიცრება.

“თუ თქვენთვის, ვინმესთვის, ეს რეალურად ნუგეშისმომცემი იქნება, მე აუცილებლად ავიცრები თქვენი ხათრით. მაგრამ მე თვითონ, ჩემს ორგანიზმს აცრა არ სჭირდება. არასდროს აცრა არ გამიკეთებია ბავშვობის შემდეგ. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ პრინციპული წინააღმდეგი ვარ – იმიტომ, რომ არ მჭირდება”,– ამბობს მეუფე ნიკოლოზი.