“ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად “- მიმართა კულტურის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
“ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა. მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე, ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა სხვადასხვა ტიპის სურვილის შეუსრულებლობას, ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს, და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანრმთელობის მოფრთხილებისკენ”, – თქვა თეა წულუკიანმა.