მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ნიკა გვარამიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ უშვებენ. ის ექსპრეზიდენტს მიმართავს, მოითხოვოს თავისი უფლებადამცველის შეყვანა.
“მიხეილ სააკაშვილს მივმართავ ახლა, თუ უყურებს ამას ყველაფერს და ტელევიზორი თუ დაუტოვეს, ბატონო მიშა, მოითხოვეთ, მე აქ ვდგავარ და ველოდები შესვლას. 10 საათზე უნდა შევსულიყავი შეუფერხებლად, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პასუხია, რომ ექიმია და გამოვა თუ არა შეგიშვებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა დაუყოვნებლივ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აპირებდნენ მის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოპიტლიდან, რა დროსაც გონება დაკარგა. ამის შემდეგ ის ჰოსპიტალში დატოვეს.