„ყველა პარტიას ექნება იმის საშუალება, ახსნან, რომ არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ეს ძალიან გაუჭირდებათ. ბოლოს გახარიას განცხადებები ვიხილეთ, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოვადგენთო. რა ვიცი, ერთ მაგიდასთან სხედან და ერთად აყალიბებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ გახარიას 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია შექმნილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მეტი პარტნიორობა რა უნდა იყოს? ასევე, გახარიამ რამდენიმე თვის წინ „ტვ პირველის“ ეთერში ძალიან არასახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა, რომ მათი პირველი ფაზა იყო, რომ 20 იანვრამდე რევოლუციით უნდა ჩაენაცვლებინა „ქართული ოცნება“ და თუ ეს არ გამოუვიდოდათ, შემდეგი ფაზა იყო თამაშში ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია შემოეყვანა. მოუწევს ბატონ გახარიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ოთხივე პარტიამ ბრიუსელში გააგზავნა წერილი, სადაც ბრიუსელის ბიუროკრატებს ეხვეწებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა, შეეჩერებინათ საქართველოსთან, ასევე ყველანაირი დახმარება „ენჯეო“ სექტორთან გადაემისამართებინათ, გაეუქმებინათ ვიზიტები, არანაირი შეხვედრები არ ყოფილიყო, ასე ღიად ითხოვენ საქართველოს დასანქცირებას და არ ვიცი, ახსნან ეს ყველაფერი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამას ობიექტურ ახსნას მოუძებნიან.[…] ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. ახლა 4 რადიკალური პარტიაა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს – ჩვენ ასე ვუწოდებთ, რადგან ერთიანი დღის წესრიგი აქვთ, ერთი მაგიდის გარშემო თათბირობენ, ერთად აანონსებენ ქვეყანაში ხელოვნური კრიზის შექმნას, ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევას, ერთად აგზავნიან „დანოსებს“ ბრიუსელში, რომ ევროკავშირმა ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტოს ჩვენს სახელმწიფოსთან და ა.შ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი საქმიანობაა. დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატი უფართოვდება და შეისწავლის არამხოლოდ წინა რეჟიმის 2012 წლამდე მავნებლობებს, არამედ დღემდე რა მავნებლობაც გრძელდება ამ 4 რადიკალური პარტიის მხრიდან. როდესაც კომისია მუშაობას დაამთავრებს, უკვე მტკიცებულებებზე და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს გადასცემს პროკურატურას და ჩვენ მოვამზადებთ სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა და შემდეგ გადაწყდება ეს პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან თუ არა“,

აცხადებს ოცნების დეპუტატი ლევან მაჭავარიანი.