“ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
შსს-ს განცხადებით, ახალგაზრდების გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა.
„ბაუჰაუს ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- აცხადებს შსს.
“Bauhaus Bar“-ის ორი თანამშრომლის, გიორგი შალამბერიძსა და ბაია ბერუაშვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია თავად ბარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.