ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში კომენდანტის საათის დროს გუგუციძეების ოჯახი დააყაჩაღეს. სახლში ამ დროს მოხუცი ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. მათ 80 წლის კაცს სცემეს და ფული წაიღეს.
როგორც დაშავებული კაცი ამბობს, ყაჩაღები ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ და მათ თანხა მოსთხოვეს. უარის შემდეგ ერთ-ერთ წევრს “კონდახი” რამდენჯერმე ჩაარტყეს.
კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას დაზიანებები ბლაგვი საგნით, სახის არეში აქვს მიყენებული. ექიმის ინფორმაციით, 80 წლის კაცის თუ მდგომარეობა დამძიმდება, ოპერაცია დასჭირდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.