თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილს გაუჩინარების დღეს რამდენიმე ფოტო აქვს გადაღებული.
რამიშვილის თქმით, ფოტოებზე არ ჩანს, რომ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის განწყობა ჰქონდა.
“ძალიან კარგი განწყობა ჰქონდა, ძალიან კარგ ხასიათზე არის ბავშვი. სელფი არის გადაღებული. დილის 10:03:43 საათზე არის გადაღებული. გუშინ აღმოვაჩინეთ ფოტოები, თავის მობილურშია“, – აცხადებს რამიშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.