ბაჩალიაშვილს ანგარიშებიდან რამდენიმე მილიონი მოახსნევინეს და მოიშორეს – ნიკა გვარამია

ჩვენი ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გამოყენებულ იქნა ანგარიშებიდან ფულის მოხსნის მიზნით, რამდენიმე მილიონს ეხება საქმე და შემდეგ იგი მოიშორეს – ამის შესახებ, სკანდალურ განცხადებას ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს

“მთავარ აქცენტებში” დღეს ბაჩალიაშვილსი საქმის ახალ გარემოებებზე და აქამდე უცნობ ფაქტებზე საუბრისას, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ცნობილი ის კომპანია, რომელმაც ბაჩალიაშვილს ტრანზაქციები შეასრულებინა:

“ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და გვაქვს ეჭვები, რომელი კომპანიების ანგარიშებიდან მოიხსნა ეს ფული. ეს კომპანია ხვდება ალბათ რომ მე მას ვგულისხმობ და იფიქროს რომ ღიად ისაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავასწრებთ მათ – ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებენ სახელისუფლებო მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბაჩალიაშვლი აიძულეს ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე დიდი თანხა მოეხსნა და გადაეტანა

“მთავარ აქცენტებში” წამყვანმა დღეს იმ მანქანების სანომრე ნიშნებიც გაასაჯაროვა, რომელიც მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილს უთვალთვალებდნენ. ნიკა გვარმია ამბობს, რომ სანომრე ნიშნები სუს-სს ეკუთვნის