ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს დასაპატიმრებლების 150-კაციანი სია აქვს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 150-კაციანი სია აქვს, რომლებიც უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ.

“სიაზე მაქვს ინფორმაცია. მე ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა შიგნიდან არის და მიდის მუშაობა იმაზე, რომ გამოავლინონ ბოლომდე ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც მათი აზრით, ჩაიხშობა საყოველთაო პროცესი. [..]ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ამ პროტესტის სახე დღეს, მაგრამ ყოველთვის, რამდენიც არ უნდა დააკავონ, ყოველთვის ახალი ხალხი წამოიწევს ზედაპირზე, რადგან აქ არავის არც ფულს უხდიან და არც ვინმეს გულისთვის დგანან. [..] ყველანაირი სიბინძურე მზადდება, იგეგმება პროვოკაციები, ძალისმიერ მეთოდებზე საუბარი –  დაშინება, დევნა, მოსყიდვა”, – თქვა ბაჩიაშვილმა.