„მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერისა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს არის მისი საქმე“,

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.