ბაჩუკი ქარდავა მშრალ შიმშილობაზე გადავიდა

ოპოზიციონერი დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა, მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე საათის წინ მან გონება დაკარგა. ბაჩუკი ქარდავა, პარლამენტში კოლეგებთან ერთად უკვე ოთხი დღეა შიმშილობს. მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.