ბაჭიებო, თქვენს განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს – არესტოვიჩი “ოცნებას” მიმართავს

მოდი, ბაჭიებო, გეტყვით, საქართველო თანამედროვე სახელმწიფოა და ქართველი ხალხი გადაწყვეტს სახელმწიფო როგორ პოლიტიკას გაატარებს. – ამ სიტყვებით მიმართავს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი,  ოლექსი არესტოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას.

”დასავლეთის მიერ ჩვენ აღიარებული ვართ რკინის ფარდის მეორე მხარეს მყოფ მხარედ. შეწყდა იმის განხილვა, რას იმსახურებს უკრაინა, არის თუ არა სათანადოდ განვითარებული საზოგადოება, არის თუ არა უკრაინის დემოკრატია ახალგაზრდა და ნაწილობრივი. მათ დასავლეთმა გვითხრა, რომ მათი სამყაროს ნაწილი ვართ, რომ ისინი ჩვენთვის იბრძვიან და იდგებიან მოლდოვის გვერდზეც და იდგებოდნენ საქართველოს გვერდზეც, საქართველოს ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს

იქნება კრიტიკა. იქ უკვე პრემიერმინისტრი გამოვიდა სიტყვით, მინისტრები გამოვიდნენ. მოდი, ბაჭიებო, გეტყვით, საქართველო თანამედროვე სახელმწიფოა და ქართველი ხალხი გადაწყვეტს სახელმწიფო როგორ პოლიტიკას გაატარებს. უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენულ პოლიტიკაში არ ერევა არც არესტოვიჩის სიტყვებით, არც სხვა გზით. დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობრული სახელმწიფო. თუმცა თქვენ, თქვენს პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. ეს არის ჩემი სპეციალური, მხურვალე მოკითხვა.” -ამბობს არესტოვიჩი.