ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე 40 კვ. კმ. ტერიტორია გავათავისუფლეთ – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. საერთო ჯამში, ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული.

მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები კლეშეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიმართულებებით.

“ამ კვირაში, უროჟაინოეს დასახლებულ პუნქტში ბრძოლა გრძელდებოდა, არის გარკვეული წარმატებები,”- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.