კორონავირუსით ინფიცირებულ კომპოზიტორა, მაია კაჭკაჭიშვილი სამი დღის წინ ბიძა გარდაეცვალა. მისი თქმით, ასაკოვანი ბებია და ბაბუა ასევე კორონავირუსი არიან ინფიცირებულნი და არ იციან, რომ შვილი გარდაცვალათ.
“რაც დრო გადის მით უფრო ვიზარებ მდგომარეობას ვცარიელდები და
სასოწარკვეთილება მეუფლება, მაგრამ ვაი რომ არ მაქვს უფლება მივეცე ამ გრძნობას და გავერიდო ყველაფერს აქაურს! ბებო და ბაბუ მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არც კი იციან რომ შვილი აღარ ყავთ (ჩემი დიდი ბავშვი ბიძიკო.
ამის მერე ხომ მჭირდება ოდნავი ძალა, რომ ამათ მაინც მივხედო თუ გადარჩნენ
ან როგორ უნდა გავაგებინო 90 წლის მოხუცებს? ან ის პატარა ძალა რომლის იმედიც მაქვს, სად ვიშოვო? იმის ნაცვლად რომ გავძლიერდე, ვსუსტდები ვიცი რომ ამის უფლება არ მაქვს!
რა რთულია, რომ დამარქვეს ძლიერი ადამიანი და უნდა გავამართლო ეს სტატუსი
არადა არც იციან რა სუსტი ვარ…”,- წერს კაჭკაჭიშვილი.
მისივე თქმით, ბიძის გარდაცვალების შემდეგ მიხვდა, რომ სამძიმარზე სიარული მნიშვნელოვანია.
“მთელი ცხოვრება მეჩხუბებოდა დედაჩემი რომ პანაშვიდზე წასვლა აუცილებელია და სავალდებულოა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ჯიუტი შეხედულება მაქონდა რომ არ შემიძლია ვითრგუნები და ვერ დავდივარ პანაშვიდებზე. ძალიან ბევრჯერ გამირისკავს, მივსულვარ მთლად ეგრეც არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვირიდებდი ამ სტრესს ( ძალიან მეშინოდა) .
გუშინ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა რომ მოდიან გვერდით გიდგანან და ამხელა ტკივილს იზიარებენ !! სათითაოდ გახსოვს ყველა ვინც მოვიდა. უდიდესი მადლობა ამისთვის.
ამის შემდეგ სანამ ცოცხალი ვარ ამ შეცდომას აღარ დავუშვებ!!
საერთოდ შემეცველა ყველაფრის მიმართ შეხედულება აბსოლიტურად სხვა ადამიანი გავხდი!
გუშინ გავაცილე ჩემი ავთო ბიძიკო ჩემთვის ჩემი ყველაზე ახლობელი ყველაზე საყვარელი და ყველაზე ნამდვილი ადამიანი. სანამ ცოცხალი ვარ ვეცდები რაც მას გაუხარდებოდა ყველაფერი ისე გავაკეთო. დროებით ბიძი”,- წერს კომპოზიტორი.