“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, სენაკის ბიუჯეტს სოფო ბედიასა და მაკა ზამბახიძის კონცერტი 16 580 ლარი დაუჯდა.
“აღსანიშნავია, რომ სოფო ბედია მმართველი პარტიის მხარდამჭერ ვიდეომოწოდებებს ხშირად ავრცელებს. ის აგრეთვე იყო ერთ-ერთი იმ მომღერალთაგან, რომელიც პარტია ქართულ ოცნებას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჰყავდა დაქირავებული და პარტიულ შეხვედრებზე ამღერებდა. 2020 წელს სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი თბილისის საკრებულოს წევრიც გახდა ქართული ოცნების პარტიული სიით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სენაკის მერიამ სოფო ბედიას საბიუჯეტო სახსრებით მხარდაჭერა დაუფასა. 2018 წლის 3 იანვარს სენაკის მერიამ საახალწლო კონცერტისთვის სოფო ბედიას 4 750 ლარი გადაუხადა, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ – 2 000 ლარი.
საბოლოო ჯამში 2018-21 წლებში სენაკის მერიის ბიუჯეტიდან სოფო ბედიამ 12,920 ლარი მიიღო”,– აცხადებს ორგანიზაცია.
მათივე ცნობით, თბილისის მერიამ თითქმის 2.5 ჯერ მეტი დახარჯა წინასაახაწლო ღონისძიებებში, ვიდრე თბილისზე 13 ჯერ მდიდარმა ჰელსინკმა.