ბევრად აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი–ნონა მამულაშვილი

“ენმ-ის” წევრი, ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა და აუცილებელია და “ნაციონალური მოძრაობა” უფრო აქტიური იყოს. მამულაშვილი ამბობს, რომ  პარტიის უფრო აქტიურ თავმჯდომარეს ისურვებდა. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ილაპარაკა.

“ერთადერთი გამოსავალი დღეს არის, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული წესით გავიყვანოთ და საზღვარგარეთ ვუმკურნალოთ, რადგან დღეს ჩვენ ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, უფრო აქტიურები ვიყოთ და მეტ საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ ეს პოზიცია, რადგან ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ჩვენ ხალხის მობილიზებას.

თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ვცვალოთ. ვფიქრობ, ბრძოლის სტრატეგია არის სუსტი და შესაბამისად, მოსახლეობაშიც არის გაწბილება.

მეორე – დასავლეთთან უფრო აქტიური მუშაობა, რადგან არ არის საკმარისი, წელიწადში ერთხელ ჩახვიდე ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სისტემატიურად უნდა იყოს იქ შენი წარმომადგენელი და ელაპარაკებოდეს ადგილზე ევროპარლამენტარებს, სენატორებსაც და კონგრესმენებსაც იმაზე, რა ხდება დღეს საქართველოში. მესამე – ძალიან აქტიური მუშაობა მოსახლეობასთან, რადგან მოსახლეობას მაშინ კიარ უნდა ველაპარაკებოდეთ არჩევნები რომ მოდის და ბროშურები დავურიგოთ, ჩვენ ახლა უნდა ველაპარაკებოდეთ მოსახლეობას. გვაკლია თანმიმდევრულობა, ყველას.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როგორ უძღვება ნიკა მელია თავის საქმეს და ახლა რომ არჩევნები იყოს, დაუჭერდა თუ არა მხარს ნიკა მელიას თავმჯდომარის თანამდებობაზე, ნონა მამულაშვილი პასუხობს: “თავისი შესაძლებლობების ფარგლებში უძღვება – ბევრად აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი”.