“სტრასბურგის სასამართლომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება.
ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება. […]
17 მაისის დარბევა ღარიბაშვილის ხელშეწყობით რომ მოხდა, ხომ დაადასტურა სტრასბურგმა და ახლა ვინმეს კიდევ გაქვთ კითხვები 5 ივლისს ძალადობის წახალისებაზე და შსს-ს უმოქმედობაზე?
ჯერ კიდევ მაშინ უნდა დამდგარიყო მისი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა ხელისუფლებას უკვე ტრადიციად ექცა სტრასბურგის გადაწყვეტილებებში უარყოფითი ფიგურანტების დაწინაურება”
ასე ეხმიანება “საიას” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 17 მაისის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას დაზარალებულებისთვის €193 500-ის გადახდა დააკისრა.