დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე 23 წლის ახალგაზრდა ექიმის, გიორგი ბუაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მის მამას სამძიმარს უცხადებს.
იმნაძის თქმით, მისთვის პატივია, რომ გიორგის კოლეგა ერქვა.
„ჩემი ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გიგა ბუაძეს. საამაყო შვილი და მაგარი კაცი გაგიზრდია ჩვენი ქვეყნისათვის. დარწმუნებული ვარ, მთელი სამედიცინო საზოგადოებისათვის, გიორგი ყოველთვის იქნება პროფესიული ერთგულების და თავდადების მაგალითი. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვწერ. ჩემთვის პატივია, რომ გიორგის კოლეგა და თანამებრძოლი მქვია ამ ომში“, – წერს პაატა იმნაძე.
26 დეკემბერს მარნეულის ავერსის კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. კლინიკის თანამშრომლებმა გიორგი ბუაძე კლინიკის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.