NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO მზადაა ყველაფრისთვის, მათ შორის მოლაპარაკებებისთვისაც იმ შემთხვევაში თუ რუსეთი იქნება მზად დიპლომატიისთვის.
“ბევრს ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ საუკეთესოს, სამშვიდობო პოლიტიკურ შეთანხმებას, მაგრამ ამავე დროს მზად ვართ უარესისთვის, იმისთვის, რომ რუსეთი ისევ შეიჭრება უკრაინაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.