“მათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ოპოზიციაში ერთობა აქვთ და ვერც ერთხელ ვერ დამტკიცდა ეს საქმით. დარწმუნებული ვარ, ახლა ასე იქნება. შეიძლება წინასაარჩევნოდ ცდილობენ ერთობას, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა და უკვე ჩანს ამის ნიშნები. ხალხი ბრძენია, 2 ოქტომბერს ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს, რეალურად ვინ არის ხალხის რჩეული”

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოპოზიციური პარტიების კოორდინაციაზე. ცნობისთვის, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა.