“ქართულ ოცნებას ეშინია ოპოზიციის, რომელიც იბრძვის საქართველოს ინტეგრაციისთვის ევროკავშირში. ოპოზიცია მოახერხებს ამომრჩევლები დაარწმუნოს, რომ მხარი დაუჭირონ მათ და ასე დასრულდება ქართული ოცნება, როგორც დასრულდა პოპულისტური პარტიები მოლდოვასა და უკრაინაში.
მე ძალიან ბევრ ქართველ ოპოზიციონერს შევხვდი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ყველა მათგანი აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყველას აშფოთებს, როგორ მოიშორონ თავიდან ოლიგარქიული პარტია და როგორ იქნას მიღწეული გამარჯვება შემდეგი წლის არჩევნებში, ეს არ გახლავთ მარტივი ამოცანა”,
ასე ეხმაურება ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას.