თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ბეთანიაში სათხილამურო ტრასა გაკეთდება.
“საუბარია ნახევარკილომეტრიან სათხილამურო ტრასაზე […] ამ ტრასას 85-მეტრიანი ვარდნა აქვს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ისრიალოს […] ყველაფერი მოწესრიგდება. იქნება ხელოვნური გათოვლიანება, ახალი საბაგირო. ირგვლივ ტერიტორიაც განვითარდება, თავისი კაფე-ბარებითა და ყველაფრით. გვინდა, დამწყებებისთვის მოძრავი ხალიჩაც დავამონტაჟოთ. ღამის განათებაც იქნება, რომ სრიალი ღამეც შესაძლებელი იყოს”. – თქვა კალაძემ.