ბელარუსები რუსულ მატარებლებს აჩერებენ და აღჭურვილობას აზიანებენ – ტიხანოვსკაიას მრჩევლი

ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, ბელარუსის მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და მათ აღჭურვილობას აზიანებენ.

“ბელარუსი პარტიზანების ქვეყანაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ რუსულ აღჭურვილობას, არიგებენ ბუკლეტებს, რათა ბელარუსის ჯარები უკრაინაში არ შევიდნენ. უკრაინა გაიმარჯვებს, ბელარუსიც გათავისუფლდება”, – წერს ის ტვიტერზე.