ბელარუსი აქტივისტი კიევში ჩამომხრჩვალი იპოვეს

უკრაინაში ბელარუსული სახლის ხელმძღვანელი და აქტივისტი, ვიტალი შიშოვი გარდაცვლილი იპოვეს. ის ორშაბათს გაუჩინარდა.26 წლის შიშოვის კოლეგები ყვებიან, ორშაბათს ის, სავარჯიშოდ გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მეგობრების მტკიცებით, მას “უცხო” პირი აედევნა, რის შემდეგაც შიშოვის კვალს ვეღარ მიაგნეს.პოლიციამ შიშოვი პარკში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვა. უკრაინის ხელისუფელბის განცხადებით, გამოძიება უკვე დაიწყო და ისინი ყველა ვერსიას განიხილავენ, გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობად შენიღბულ მკვლელობას განიხილავს.