ბელარუსის პრეზიედენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსია და რუსეთი აშენებენ სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელსაც, მისი აზრით, შეეძლება ალიანსში სხვა ქვეყნების მოზიდვა. ინფორმაციას ბელარუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.
„თქვენი წყალობით, ჩვენ გვაქვს ასეთი თანამშრომლობა და ვცდილობთ, ავაშენოთ ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფო ახალ პრინციპებზე, რათა არავინ იყოს განაწყენებული, რათა განვითარდეს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოები – ბელარუსი და რუსეთი.
დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიც შეუერთდებიან ასეთ ალიანსს“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრაზე.
ცნობისთვის, ლუკაშენკამ და ვლადიმირ პუტინმა 2021 წლის 4 ნოემბერს ხელი მოაწერეს “სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს“.