ბელარუსი ჯარის რაოდენობის 80 ათასამდე გაზრდას გეგმავს – უკრაინის გენშტაბი

“ბელარუსი ჯარის რაოდენობის 80 ათასამდე გაზრდას გეგმავს “- აღნიშნულს უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება. ასევე მათი განცხადებით ვოლინსკისა და პოლესკის მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან მხრიდან სარაკეტო და საავიაციო თავდასხმის საფრთხე.

“სამხედრო ნაწილების აღჭურვა შენახული ტექნიკური საშუალებების ხარჯზე იგეგმება”, – აღნიშნავენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთის მიმართულებით რუსეთს აქტიური ქმედებები არ განუხორციელებია.