ბელარუსში რუსი სამხედროები საწვავსა და საკვებს ალკოჰოლში ცვლიან – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებით, რუსი სამხედრები ბელარუსში საწვავსა და საკვებს ყიდიან, ან ალკოჰოლში ცვლიან.

მათი ცნობით, მტრის ჯარების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ დაბალია.

“ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კოლონების გადაადგილების არეალებში არსებობს სამხედრო მოსამსახურეების მიერ საწვავისა და საკვების გაყიდვის, ან ალკოჰოლურ სასმელებზე გაცვლის მრავალი ფაქტი”,– აცხადებს გენშტაბი.