ბელარუსში რუსული ჯარის დიდი რაოდენობა უკრაინას საფრთხეს არ უქმნის – ბრიტანეთის დაზვერვა

“ბელარუსში რუსული ჯარის დიდი რაოდენობა უკრაინას საფრთხეს არ უქმნის” – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

“ბელარუსში რუსული ჯარის დიდი რაოდენობა უკრაინას საფრთხეს არ უქმნის. ეს განპირობებულია იმით, რომ სამხედროები საწვრთნელ პოლიგონზე არიან დაკავებული და არ ემზადებიან ამ მიმართულებით ახალი შემოჭრისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ბელარუსში ახალი ავიაციის განლაგება, სავარაუდოდ, “ნამდვილი წვრთნებია და არა უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადება”.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინახავს ძალების დიდ რაოდენობას ბელარუსში, ისინი ძირითადად წვრთნებში არიან ჩართული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი [რუსული ძალები] სანდო შემტევ ძალებს წარმოადგენენ”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.