ბელარუსში სახელისუფლებო არხები, Беларусь 1-ი და ОНТ-ი დაჰაკეს და პირდაპირ ეთერში გაუშვეს ვიდეო კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ სცემს და არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოპოზიციური გამოცემა ავრცელებს.
ტელეგრამარხზე “კიბერპარტიზანების” პოსტი გამოჩნდა, წარწერით:”თუ ბელტელე რადიოკომპანიას არ სურს ხალხს სიმართლე აჩვენოს, ამას ჩვენ გავაკეთებთ”
ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაარბიეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.