ბელგიას სურს, EU-მ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტოს

ბელგიას სურს, ევროკავშირმა შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის, დასაქმებულებისა და ტურისტებისთვის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

“რუსეთის დაუფიქრებელი თავდასხმა გვაიძულებს, ფრთხილად ვიყოთ ბელგიაში ჩასვლის მსურველ რუსებთან”, – თქვა ბელგიის თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრმა სემი მაჰდიმ განცხადებაში.