ბელგია უკრაინას დისტანციურად მართვად უპილოტო წყალქვეშა აპარატებს R7-ებს გადასცემს – ამის შესახებ ინფორმაციას, სამხედრო გამოცემა, Navy Recognition ავრცელებს.
აღნიშნულ წყალქვეშა აპარატებს, ფრანგული კომპანია ECA Robotics Belgium-ი აწარმოებს.
R7 არის უპილოტო წყალქვეშა აპარატი რომელიც სწრაფი და კომპაქტურია. შექმნილია 300 მეტრამდე სიღრმეზე წყალქვეშა მისიებისთვის, მათ შორის ინსპექტირების, დაზვერვისა და წყალქვეშა ობიექტზე მუშაობისთვის.