ბელგიის პოლიცია ამ ეტაპზე ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას არ ადასტურებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
ცნობისთვის, ლიზა ქისტაური უკვე რამდენიმე წელია ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. 5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა მოკლეს და დედას ცხედრის ფოტოები გაუგზავნეს.