ბელგიის პოლიცია ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს – საგარეო

ბელგიის პოლიცია ამ ეტაპზე ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას არ ადასტურებს. ამის შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

ცნობისთვის, ლიზა ქისტაური უკვე რამდენიმე წელია ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. 5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა მოკლეს და დედას ცხედრის ფოტოები გაუგზავნეს.