შაბათი, 23 ნოემბერი , 2024, 11:56

ბელგოროდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა – შესაბამისი განცხადება გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გააკეთა.

“ბელგოროდის რეგიონში ვითარება კვლავ რჩება უკიდურესად მძიმე და დაძაბული, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დაბომბვა, დანგრეული სახლები, დაშავებული და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები. ამიტომ, დღეიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას ბელგოროდის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, რათა დამატებით დავიცვათ მოსახლეობა […] გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე” – განაცხადა გლადკოვმა ვიდეომიმართვაში.

10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა  რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს.

უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მისი ქვეყნის არმია რეგიონის 74 დასახლებას აკონტროლებს.