ბელორუსმა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი

ბელორუსში, ბრესტის ოლქის სამხრეთ– დასავლეთში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ბელორუსმა სამხედრებმა სამხედრო ტექნიკის თავმოყრა დაიწყეს. ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი, “Беларускі Гаюн” ავრცელებს ინფორმაციას.

“აგვისტოს ბოლოდან ბრესტის რაიონში მიმდინარეობს როგორც მომარაგების მანქანების – სხვადასხვა სატვირთოების, წყალმზიდების, საველე სამზარეულოების – ასევე უფრო სერიოზული შეიარაღების მობილიზება“– ნათქვამია ინფორმაციაში.

მონიტორინგის ჯგუფი აღნიშნავს, რომ ბრესტის რაიონში დაფიქსირებულია:

საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი “С-300” – 2 ცალი

Т-72 – მინიმუმ 6 ცალი

ბეემპე– 5 ცალი

ჰაუბიცა  – 4 ცალი

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “გრადი“ “Град” – მინიმუმ 17 ცალი

თვითმავალი საარტილერიო სისტემა 2С5 “Гиацинт-С” – 2 ცალი

1В12 – 3 ცალი

БТР/БРДМ – 23 ცალი

რადიოლოკაციური სისტემა– 1 ცალი

“ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, უდაოდ არის ტექნიკის თავმოყრა, მათ შორის, ტექნიკის ნაწილი რუსეთში სწავლებების შემდეგ დაბრუნდა“– ამბობს მონიტორინგის ჯგუფი და ვარაუდობს, რომ უკრაინის საზღვართან დამატებითი ტექნიკის თავმოყრა შეიძლება დაძაბულობის გაზრდის მორიგი მცდელობა იყოს.