ბერდიანსკში გემის განადგურება, სავარაუდოდ, დააზიანებს რუსეთის საზღვაო ძალების ნდობას – ბრიტანეთი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი ინარჩუნებს უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს ბლოკადას, რაც, ფაქტობრივად, უკრაინას საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობისგან იზოლაციაში აქცევს.

მათივე ცნობით, ბერდიანსკში სადესანტო გემის განადგურება, სავარაუდოდ, დააზიანებს რუსეთის საზღვაო ძალების ნდობას მომავალში უკრაინის სანაპიროსთან ახლოს ოპერაციების ჩატარებაში.

ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის საზღვაო ძალები ასევე აგრძელებენ სპორადულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე.