გერმანიაში მკაცრი კარანტინი მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა და შეზღუდვების შემსუბუქება აპრილის ბოლოდან დაიწყო ახლა კი კაფე-რესტორნებსაც მიეცათ მუშაობის უფლება თუ ისინი სოციალურ დისტანციასა და ჰიგიენას მკაცრად გააკონტროლებენ.
ერთ-ერთი კაფის მეპატრონემ სოციალური დისტანციის დასაცავად უცნაურ ხერხს მიმართა.მომხმარებლებს დაურიგდათ სპეციალური ქუდები, რომლებზეც აუზის ტივტივებია დამაგრებული. კაფის მომხმარებელი ვალდებულია, რომ სოციალური დისტანციის დასაცავად სწორედ ეს ქუდები უნდა ატაროს.