ბერლინში ნამოხვანჰესის საპროტესტო აქცია გაიმართა

ბერლინში ნამოხვანჰესის საპროტესტო და რიონის ხეობის მცველების საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ, ფოტოს სოციალურ ქსელში, ლუკა ბაქრაძე ავრცელებს.

“აქცია ბერლინში რიონის ხეობის გადასარჩენად და რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად.” წერს ლუკა ბაქრაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან,  ნამახვანჰესის პროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგი არა, მაგრამ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების წინააღმდეგნი არიან.