ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გარანტიები მისცა, რომ ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ რუსულ კანონს შეასწორებდა. ამის შესახებ ბერსემ ცოტა ხნის წინ, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მივესალმები მთავრობის გარანტიებს ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონის შესწორების თაობაზე. ჩვენ ახლა ჩამოვაყალიბებთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ექსპერტთა სამუშაო ჯგუფს, რომელშიც ჩართული იქნება ვენეციის კომისია, რათა განხორციელდეს ცვლილებები ამ კანონმდებლობაში”, – განაცხადა ბერსემ.