ბერძენიშვილსა და სამნიძეზე თავდამსხმელს პატიმრობა შეუფარდეს

რესპუბლიკური პარტიის წევრებზე, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელ ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა.

ხომასურიძემ არ უარყო ბრალდება, თუმცა ძალადობის პროვოცირებაში დავით ბერძენიშვილი დაადანაშაულა და მას “ავადმყოფი” და “მანიაკი” უწოდა.

“ისიც მინდოდა მეთქვა, რომ შენ მაგივრად შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი მეთქი იმ სიტყვების გამო, რაც მან აკადრა ქართველ ხალხს მეთქი. გაიარა რამოდენიმე ნაბიჯი და გავიმეორო ის სიტყვა რაც მითხრა?…შემოტრიალდა და მითხრა, ესე ესეო. მეც გავიწიე მისკენ და დავუწყე გინება – მეთქი შე არაკაციო, შენ ვის რა უნდა უთხრა და მოხდა ეს რაღაცა, ამ დროს,  შენო მეორე თვალიც უნდა ამოგთხაროს კაცმაო მწვდა, მომაწყვიტა ეს (ძეწკვი) და ხელი მომიქნია და მერე არ ვიცი რა მოხდა, მერე მეც მოვუქნიე…
ჟურნალისტები რომ მივიდნენ მერეც ვაგინებდი, ჟურნალისტებსაც ვაგნებდი, ეხლაც გავუმეორებ მაგას…” თქვა ხომასურიძემ.

ირაკლი ხომასურიძეს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

6 ივნისს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. პოლიტიკოსებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.