ბერძნული მედიის ინფორმაციით, “ბერძნული მაფიის” ორი ძლიერი წევრის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორი ქართველი დააკავეს. როგორც ცნობილია დაკავებულები 29 და 39 წლის პირები არიან.
საქმე ეხება იანის სკაფტურუს, ვასილი რუბეტისისა და მისი მარჯვენა ხელის, დიონისე მუზაკიტის მკვლელობას, ასევე მკვლელობის მცდელობას პიეირაში. იანის სკაფტურუ 2022 წელს აპრილში მოკლეს, საკუთარ აგარაკზე, მკვლელობის მომდევნო ორი შემთხვევა კი 2023 წლის ივნისში მოხდა. დანაშაული 2023 წლის ივლისით თარიღდება.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ორი ქართველის გარდა კიდევ სამი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. ისინი მაფიოზური ჯგუფის წევრები არიან.
პოლიციის ცნობით, დაკავებულები და 3 იდენტიფიცირებული პირი დაქირავებული მკვლელები იყვნენ.