ბექა გრიგორიადისი 2000 ლარით დააჯარიმეს

ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, მოსამართლემ ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი 2 000-ლარი დააკისრა.

ბექა გრიგორიადისი გუშინ ღამით, პარლამენტთან იმ დროს დააკავეს, როცა ის კარვის გაშლას ცდილობდა. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და მოწმეების წარდგენისთვის დროს და პროცესის გადადებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სხდომა მხოლოდ საათნახევრით გადადო.