ბექა ვარდოსანიძე დააკავეს

რადიკალი, ჰომოფობი ბლოგერი, ბექა ვარდოსანიძე დააკავეს. ამის შესახებ Facebook Live- ში მისმა ადვოკატმა, თემურ ლომიძემ ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარდოსანიძე ადმინისტრაციული წესით პოლიციელის შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

“პოლიციაში შესვლისას მოგვიწია ცოტა ხნით ლოდინი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია. ჩვენ გვეგონა, რომ მისული ვიყავით ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე. მერე როგორც აღმოჩნდა, როგორც პოლიციის უფროსმა განმიმარტა, ბექას დაკავება მოხდა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას, ან 15-დღიან პატიმრობას”. – თქვა ადვოკატმა თემურ ლომიძემ.