ალტ-ინფო აცხადებს, რომ ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის “ალტ ინფოს” დამფუძნებლის ინფორმაციით,  ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს.

“ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკას აწარმოებს”, – წერს მახარაძე Facebook-ზე.

ალტ-ინფო აცხადებს,  რომ ვარდოსანიძე სამართალდამცავებს, მოდულის შენობაში გადაჰყავთ.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.