ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ამბობს, რომ ბზობას ეკლესიაში ბზას არ გაყიდიან და თუ ადამიანები თავად მიიტანენ ეკლესიაში, ამ შემთხვევაში აკურთხებენ.
,,ვისაც ექნება, მაგალითად ძალიან ბევრ ადამიანს სახლში აქვს ბზა, ვინც მოიტანს ბზას ვაკურთხებთ. ჩვენ გაყიდვით არ გავყიდით”, – ამბობს მიტროპოლიტი გერასიმე.
მართლამადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს. საპატრიარქო, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აპირებს, რომ წირვა სოცილაური დისტანიციის დაცვით მრევლთან ერთად ჩაატაროს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობია და საყოველთაო კარანტინი გამოცხადებული, თუმცა საპატრიარქო მრევლის ტაძარში სიარულს არ უკრძალავს. ასევე, არ შეუცვლია ერთი კოვზით ზიარების წესი.