ბიბილოვის თქმით, მზად არიან პროვოკაციების საპასუხოდ, რომელიც შეიძლება საქართველოდან იყოს

Эхо Кавказа-ს ცნობით, ცხინვალში გაფართოებულ ფორმატში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც  ანატოლი ბიბილოვმა ოპერატიული შტაბის შექმნა გამოაცხადა.

ბიბილოვის თქმით, შტაბის მიზანია „უზრუნველყოს მზადყოფნა, ვუპასუხოთ ყველა პროვოკაციას, რომელიც შეიძლება იყოს საქართველოდან მხრიდან“.

თვითგამოცხადებული ლიდერი აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი უნდა იყოს ყაზარმულ მდგომარეობაში.