“ბიზნესი ბევრ ქართველს აქვს რუსეთში და ამიტომ ეხლა დავერიოთ ყველა ქართველს? ეს ერთი. მეორე, როდესაც საუბარი არის, რომ ის ამ ზეგავლენას ახდენდა, რაღაცა ფაქტი უნდა იყოს ან რაღაცა მამტკიცებელი საბუთი, რომ მეც, ასე ვთქვათ, ერთმა ადამიანმა დავიჯერო, პოლიტიკოსობის გარეშე.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს უფრო მეტი არგუმენტები საკითხთან დაკავშირებით და სუს-მა იმიტომაც განაცხადა, რომ ის ჩაატარებს გარკვეულ მოკვლევას, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა იყოს ამასთან დაკავშირებით. შემთხვევით დაწერა? ეს შემთხვევითობის კითხვა ჩნდება, როდესაც არ მოჰყვება რაღაცა გადაწყვეტილებას კონკრეტული არგუმენტირებული ინფორმაცია და ფაქტი. ეს შემთხვევითობის სინდრომი თავისთავად ჩნდება. იგივე იმ მოსამართლეებთან დაკავშირებითაც არ იყოს, როცა სავიზო შეზღუდვა დაუწესეს”
ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.