ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების დედნები გადასცა, პროკურატურაში კიდევ ერთხელ გამოიკითხება.
გენერალურ პროკურატურაში აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს და განმარტეს,ბიზნესმენის მიერ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოკითხვაზე უკვე დაბარებულია.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ მას 2019 წელს ბიძინა ივანიშვილიდაუკავშირდა და უთხრა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ხიდაშელის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილმა მას რუკის მოძიება სთხოვა.